მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 121,976 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

თვის მიმდინარე პროექტის მთავარი თემაა კატარის დროშა კატარი. აირჩიეთ შემდეგი თვის პროექტი.

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

როჯერ უოტერსი სან-ხოსეში, 2017 წელი
ჯორჯ როჯერ უოტერსი (ინგლ. George Roger Waters; დ. 6 სექტემბერი, 1943, დიდი ბუკჰემი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — ინგლისელი როკ-მუსიკოსი, ვოკალისტი, ბას-გიტარისტი, სიმღერების ავტორი და კომპოზიტორი. იგი უფრო მეტად ცნობილია, როგორც პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის წევრი და ლიდერი 1968–1985 წლებში. 1968 წელს პინკ ფლოიდი დატოვა სიმღერების ავტორმა, ვოკალისტმა და გიტარისტმა სიდ ბარეტმა და უოტერსი დროთა განმავლობაში იქცა ჯგუფის ტექსტების და მუსიკის, აგრეთვე კონცეპტუალური იდეების ძირითად ავტორად. მსოფლიო წარმატება მისი მონაწილეობით კოლექტივმა მოიპოვა 1970-იანი წლების ალბომებით The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals და The Wall. მიუხედავად იმისა, რომ უოტერსი ძირითადად ბას-გიტარაზე უკრავდა, იგი აგრეთვე ატარებდა ცდებს სინთეზატორებთან და ფირებთან, კონცერტებსა და სტუდიურ ჩანაწერებზე კი რიტმულ გიტარასაც იყენებდა. 1985 წელს, კოლექტივის სხვა წევრებთან აზრთა სხვადასხვაობის გამო მან დატოვა პინკ ფლოიდი და ყოფილ კოლეგებთან სასამართლო დავით ეცადა, შეენარჩუნებინა უფლება ჯგუფის სახელწოდებასა და მასალაზე. 1987 წელს ეს დავა დასრულდა საავტორო უფლებების გადანაწილებით. 2010 წლის მონაცემებით პინკ ფლოიდს მსოფლიო მასშტაბით გაყიდული ჰქონდა 250 მილიონი დისკი, მათ შორის 74.5 მილიონი - მხოლოდ აშშ-ში. 2010 წელს დაიწყო მუსიკოსის ტურნე The Wall Live, რომელზეც ალბომის The Wall მთლიანი მასალა პირველად შესრულდა მასშტაბური სოლო-ტურნეს ფარგლებში. ამ ტურნეს მსვლელობისას, 2011 წლის 12 მაისს, ლონდონის დარბაზში O2 მასთან ერთად სიმღერის „Comfortably Numb“ შესასრულებლად პინკ ფლოიდის ვოკალისტი, სიმღერების ავტორი და გიტარისტი დევიდ გილმორი გამოვიდა, ხოლო საბოლოო სიმღერაში „Outside the Wall“ სცენაზე ავიდა როგორც გილმორი, ასევე ნიკ მეისონი, ჯგუფის დრამერი. 2017 წელს დაიწყო მუსიკოსის კიდევ ერთი ტურნე, Us + Them.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ვარშავის გეტოს აჯანყება
მეორე მსოფლიო ომის დროს ვარშავის გეტოს აჯანყება (იდიშ. אױפֿשטאַנד אין װאַרשעװער געטאָ; პოლ. Powstanie w getcie warszawskim; გერმ. Aufstand im Warschauer Ghetto) — ებრაული და პოლონური წინააღმდეგობის ძალების მიერ ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყება ოკუპირებული პოლონეთის დედაქალაქის ტერიტორიაზე, რომელიც მიზნად ისახავდა ნაცისტური გერმანიის ძალების მიერ ვარშავის გეტოს ლიკვიდაციის თავიდან არიდებასა და გეტოში მყოფი ადამიანების გადარჩენას.



HSBild.svg

დღის სურათი

სალვატორე პუჩო ლიუბლიანის ქუჩებში 2015 წლის სლოვენიის ტურის 1 ეტაპზე.
სალვატორე პუჩო ლიუბლიანის ქუჩებში 2015 წლის სლოვენიის ტურის 1 ეტაპზე.



W-circle.svg

სიახლეები

მიგელ დიას-კანელი

HSDagensdatum.svg

19 აპრილი — ამ დღეს...

ჯეიმზ კუკი

HSVissteduatt.svg

იცით თუ არა, რომ?

ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
მცხეთის დავითნის გვერდი, რომელზედაც წარმოდგენილია არაბული ციფრები